March 29, 2024

"ვინც დღეს პროკურატურის მოთხოვნას მხარს დაუჭერს, ივანიშვილის მარიონეტია და სულში აფურთხებს ახალგაზრდობას"

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"პროკურატურა მიმართავს პარლამენტს ნიკა მელიას დაჭერის მოთხოვნით! ლაპარაკია მის თითქოსდა ნათქვამზე ემოციურად დაძაბულ სიტუაციაში რომ შევიდეთ პარლამენტშიო. სინამდვილეში კი იქ ერთერთმა თქვა რუსი თუ შევიდა ჩვენ რატომ არ გვიშვებენო და ეზოში აპირებდნენ დალოდებოდნენ კობახიძის გადადგომის განცხადებას. 

 

ეხლა კარგად მომისმინეთ პარლამენტარებო! 
ნებისმიერი, ვინც ამაზე მხარს დაუჭერთ პროკურატურას ხართ ივანიშვილის მარიონეტები და მასთან ერთად დამთავრდებით ძალიან მალე!

 

მივმართავ პოლიტიკოსებს! 
ჯერ ერთი ხო სხვანაირად იყო ყველაფერი, მაგრამ ასეთი რამ მართლაც რომ ეთქვა მელიას, თქვენზე კარგად ვინ იცის მიტინგის და დაძაბულის სიტუაციების რიტორიკა?! 


რა, დედას რომ ვინმეს აგინებთ, მართლა აპირებთ ხოლმე მერე დედამისთან მისვლას და რაც თქვით იმის შესრულებას?! თან მით უმეტედ რომ ნიკა მელიასგან არც ამ რიტორიკას არ ჰქონია ადგილი და არანაირ პარლამენტში შეჭრაზე და შტურმით აღებაზე არ ყოფილა საუბარი! ეს ხო იცით??? 
რა, ისეთი გულუბრყვილოები ხართ რომ გგონიათ
20 ივნისის ღამე სპონტანურად მოხდა და მელიას ნათქვამს ელოდებოდნენ??? ვერ ხვდებით რა ხდება??? 

 

მშვენივრად ხვდებით და ყველა, ვინც ეხლა ხელს შეუწყობთ ან ხელებს დაიბანთ ამ სიტუაციაში, ივანიშვილის ნაყიდი მეორადი თოჯინები ხართ და მეტი არაფერი!

 

ახალგაზრდებო! მართლა ძალიან ჭკვიანებო და ძალიან გულიანებო! გახსოვთ რა გითხარით მიტინგზე? თქვენ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ გამოგიყენებთ და ერთადერთი, ვინც შეიძლება გამოგიყენოთ, ეს ისევ ეს უტიფარი კრიმინალი ხელისუფლებაამეთქი! გახსოვთ წარსულის მაგალითებიც რომ გაგახსენეთ??? 
არ აყვეთ გოგოებო და ბიჭებო ამ სიბინძურეს! გატყუებენ როცა ხმებს ავრცელებენ თითქოს ნიკა მელიამ ხალხი შეატოვა სპეცრაზმს და გაიქცაო! გატყუებენ! მე იქ ვიყავი გათენებამდე და ყველას ვხედავდი სხვადასხვა ადგილას – გრიგოლ ვაშაძეს, გიორგი ვაშაძეს, მამუკა გამნყრელოძეს, გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძეს, ელენე ხოშტარიას, ოთო კახიძეს, კიდევ ბევრს და რაც მთავარია ნიკა მელიას! ისინი ჩვენთან ერთად მოძრაობდნენ – უკან ვიხევდით ყველა ერთად რომ ამ მხუთავ გახს არ წავექციეთ და მერე ისევ წინ მოვდიოდით და სწორედ ამიტომ ვერ დაგვშალეს! ჩემი თავლით ნანახს გეუბნებით და არა ვინმეს მონაყოლს!

 

გახსოვთ იმავე აქციაზე ჩემამდე ერთი ბიჭი გამოვიდა არაჩვეულებრივად და დრო მოვიდა ძალაუფლება უნდა ავიღოთ ხელშიო რომ თქვა! გახსოვთ?! იმ დღეს რომ რამე 20 ივნისის მაგვარი ჰქონოდა ხელისუფლებას მიზნად, ეს ნათვქამიც ხომ შეეძლოთ დაეხვიათ ხელზე? 


დაფიქრდით ბავშვებო! რამე ისეთზე არ დაგახრევინონ თავი, მერე საკუთარ თავს რომ ვეღარ აპატიებთ როცა ყველაფერს მიხვდებით! 


ხომ ხედავთ, გახარიას გადაყენების და დამნაშავეების დასჯის ნაცვლად ნიკა მელიას დაჭერა უნდათ! 
დაგვცინიან და დაცინვა ყველაზე მეტად თქვენ ვერ უნდა აიტანოთ ახალგაზრდებო!

 

ნებისმიერი, ვინც დღეს პროკურატურის ამ მოთხოვნას მხარს დაუჭერს, არის ივანიშვილის მარიონეტი და სულში აფურთხებს თავლებდათხრილ, დაწამლულ და შეურაცხყოფილ ახალგაზრდობას და ადამიანადაც არ ჩავთვლი!

წერტილი", - წერს ირინა სარიშვილი.

წაკითხვა 968 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.