ამ გვერდის ამობედვა

"თუ ეს საბრალო, პატარა ბიჭი გრძნობდა პასუხისმგებლობას ოჯახის წინაშე, რატომ არ გრძნობს ხელისუფლება იგივე პასუხისმგებლობას მშიერი ხალხის წინაშე?!"

საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი თავისი ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
 

"12 წლის ბავშვი ჯართის შესაგროვებლად მიდის და უბედური შემთხვევისას კვდება. დალხენილი ოჯახის შვილი ჯართის შესაგროვებლად არ წავიდოდა. მშობლები სახლში მოუტანდნენ საკვებსაც და სამოსსაც. 


და თუ ეს საბრალო, პატარა ბიჭი გრძნობდა პასუხისმგებლობას ოჯახის წინაშე, რატომ არ გრძნობს ხელისუფლება იგივე პასუხისმგებლობას მშიერი ხალხის წინაშე?! რა გახდა ამ მცირერიცხოვანი ერის გამოკვება, შემოსვა, დასაქმება?! 


დააკვირდით, ამ ფონზე სამინისტროები საბიუჯეტო სახსრებს ვერ ითვისებენ, მინისტრები კი, ჭკვიანური ჰაბიტუსებით
(თითქოს მსოფლიოს გადარჩენის მისია აწევთ მხრებზე) მხოლოდ პროგრესზე გვესაუბრებიან! როცა მაცივარი მასობრივად ცარიელია, ეკონომიკური ზრდა სად ჩანს, რომელ ინდიკატორებში ისახება? გვიპასუხონ ამ მარტივ კითხვაზე, მაგრამ პასუხი, როგორც წესი, ყალბია- ეკონომიკის ზრდა გვაქვს, თურმე... 


მრცხვენია... მრცხვენია, რომ 12 წლის პატარა ბიჭს უფრო მეტად ჰქონდა გააზრებული პასუხისმგებლობის, მოვალეობის განცდა ოჯახის წინაშე, ვიდრე ჩვენ ვაცნობიერებთ ვალდებულებას,- ხალხის მიმართ ... ამდენ მინისტრს, ამდენ მენეჯერს, ამდენ დეპუტატს, ამდენ ექსპერტს, ამდენ ბიზნესმენს, ამდენ ფეისბუქბლოგერს, ნუთუ, სიღარიბის დაძლევის სწრაფი, ეფექტური პროგრამის შექმნა და ამოქმედება არ შეუძლია?! შეუძლია, შეგვიძლია და 1 თებერვლიდან სწორედ ამ ღონისძიებების სქემას გაგაცნობთ. ჩვენს პროგრამას გაგაცნობთ და ხელისუფლებას მის აღსრულებას შევთავაზებთ... თორემ უსასოობა, უმწეობა, რაც მე 31 დეკემბერს პარლამენტის ეზოში ვნახე, მკარნახობს, რომ ეს ქვეყანა ცარიელი ქვაბების პროტესტს ვერ აცდება."- წერს ირმა ინაშვილი
 
წაკითხვა 790 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 20 2019