,,ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილზე უსამართლო ადამიანი არ მინახავს" - ირმა ინაშვილი

,,არჩევნები გაყალბდა ამ ქვეყანაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. არჩევნები ყალბდებოდა არჩევნებამდე, როცა მიდიოდა ამომრჩევლის მოსყიდვა", - ამის შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, გაყალბება არავის შერჩენია და არც ,,ქართულ ოცნებას" შერჩება. ინაშვილის თქმით, პარტიის ლიდერის გარეშე არაფერი ხდება.

 

როგორც ის ამბობს, ბიძინა ივანიშვილზე უსამართლო ადამიანი არ შეხვედრია.

 

,,ჩვენი ათიათასობით ხმა მიიტაცა ,,ქართულმა ოცნებამ" და სწორედ ამ კობახიძეებს და მდინარაძეებს, დღეს რომ გგონიათ ცხენზე სხედხართ, სხვა რამეზე გადასხდებით, ამას ქართველი ხალხი გააკეთებს. არ ვაპირებთ გაჩერებას და დანებებას. ის რაც ხდება, არ ხდება ბიძინა ივანიშვილის გარეშე, არ ველოდი, რომ ივანიშვილი იქნებოდა ასეთი უსამართლო კაცი, მე ჩემ ცხოვრებაში არ მინახავს მასზე უფრო უსამართლო ადამიანი და ძალიან მტკივა გული ამ სამწუხარო აღმოჩენის გამო", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

წაკითხვა 1622 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 05 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.