ამ გვერდის ამობედვა

" ცოტა ხნის წინ ლოქდაუნებით დატანჯულმა ჩინელებმა არნახული პროტესტი მოაწყვეს და რეჟიმს დათმობებზე წასვლა მოუხდა"

კორონავირუსის ახალი ტალღა ურტყამს როგორც ეკონომიკას, ასევე სი ძინპინის რეჟიმსაც,- ამის შესახებ  ექსპერტi საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს.
 
 
მისი თქმით, ჩინეთში ძინპინის რეჟიმის მესამე ვადით არჩევა უპრეცედენტო მოვლენაა და მის ლეგიტიმაციას წარმატებები ესაჭიროება.
 
 
"უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად უმნიშვნელოვანესი მოვლენები ვითარდება ჩინეთში.
 
 
კორონავირუსის ახალ ტალღას ქვეყანა სრულიად მოუმზადებელი დახვდა. მოსახლეობის მასობრივი გამოკეტვის შედეგად კოლექტიური იმუნიტეტი ვერ განვითარდა.
 
 
ახალი ტალღა ურტყამს როგორც ეკონომიკას, ასევე სი ძინპინის რეჟიმსაც რომელიც მესამე ვადით დარჩა ხელისუფლების სათავეში. მესამე ვადა ჩინეთში უპრეცედენტო მოვლენაა და მის ლეგიტიმაციას წარმატებები ესაჭიროება.წარმატებების პერსპექტივა კი არ ჩანს. ამას ისიც დაემატა რომ ცოტა ხნის წინ ლოქდაუნებით დატანჯულმა ჩინელებმა არნახული პროტესტი მოაწყვეს და რეჟიმს დათმობებზე წასვლა მოუხდა. ეს უკვე ძალიან სახიფათო პრეცედენტია.
 
 
პეკინში ცხადია ყურადღებით აკვირდებიან უკრაინაში მიმდინარე ომს და რაც უფრო მეტად გაუჭირდება რუსეთს, მითუფრო შეეცდება ჩინეთი დასავლეთთან დალაგდეს, აიცილოს თავიდან შესაძლო სანქციები და ეკონომიკა გადაარჩინოს,"- წერს თორნიკე შარაშენიძე.
წაკითხვა 205 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 13 2023