ამ გვერდის ამობედვა

"თუ სასულიერო პირების ნაწილი გაზულუქებულად ცხოვრობს, ესეც მრევლის ბრალია"

მამა პეტრე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"არ ვიცი ,,ბენტლი" ვის ეკუთვნის, მაგრამ ისეთ სასულიერო პირებს ვიცნობ, ხშირად ოჯახში პურიც ვერ შეაქვთ, რომ შვილები გამოკვებონ...


თუ სასულიერო პირების ნაწილი გაზულუქებულად ცხოვრობს, ესეც მრევლის ბრალია. სწორედ ისინი ყოფენ ღვთისმსახურებს კატეგორიებად...


მხოლოდ საკუთარი მოძღვარი მიაჩნიათ ცხონების გარანტად. სხვას კი სასაცილოდ იგდებენ...


ასეთი მიდგომით არც თვითონ მიდიან სწორი გზით და სხვასაც არასწორ წარმოდგენას უქმნიან რწმენაზე, რელიგიაზე, საეკლესიო ცხოვრებაზე.


ქრისტე ერთია, ქრისტიანული მოძღვრება კი სამწუხაროდ იმდენი ჩამოყალიბდა რამდენიც მღვდელია...
ისე, ქრისტე რომ გაჩერებასთან იდგეს და ,,ბენტლით" ჩავუარო, დარწმუნებული ვარ გაჩერების სურვილი არ ექნება...
ღმერთო, დააჩქარე მეორედ მოსვლა, თორემ ზოგს სახლიც არ აქვს, ზამთარში თავი რომ შეაფაროს!.."- წერს მამა პეტრე.

წაკითხვა 850 ჯერ