„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან! ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები. შეუქცევადი პროცესებია მანდ,“ -ასე ეხმაურება სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში რიკოთის რეაბილიტაციის პროცესს. მისი თქმით რიკოთზე მძიმე გეოლოგიაა და დამწყები ინჟინრები და გეოლოგები არ გამოდგებიან.
„კაი, არ გამაკაროთ რიკოთს, ვიცი რომ გულზე არ გეხატებით. სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან! ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური იჟინრები. შეუქცევადი პროცესებია მანდ. მე ამერიკელებს მივაკითხავდი. კარგად გავიკითხავდი როგორი გამოცდილება აქვთ. მძიმე გეოლოგიაა და ჭყინტი ინჟინერი და გეოლოგი არ გამოგადგებათ. თან უნდა მოუსმინოთ და გაიაზროთ რას გეტყვის სპეციალისტი და უნდა დაუჯერო, მისი პასუხისმგებლობაა. მივაკითხავდი ქართველ გეოლოგებს. (300 ლარიანებს არა, ნაღდ გეოლოგებს). სიყვარულს შეიძლება მალვა უნდა, მაგრამ პრობლემას არა! მარტივია. უფრო ნუ დაამძიმებთ სიტუაციას. ჩინურმა კომპანიამ რაც აფუჭა ეყოს!
დავამატებ, საქართველოს სამწუხაროდ, გეოტექნიკური ინჟინრები არ ჰყავს. ასეა ეს. ვინც იბრალებს, ბრიყვია. დარგი არ გვაქვს ასეთი.
P.S. ჩემ ამერიკელ კოლეგას რომ ვეუბნებოდი არ გვყავს გეოტექნიკური ინჟინრები, არ მიჯერებდა, სანამ თავად არ ელაპარაკა აქ ხალხს და კონსტრუქციები არ ნახა. იმის მერე, რომ დაჭყიტა თვალები, ძლივს ხამხამი დაწყო,“ - წერს თეა გოდოლაძე.
სიახლეები
- "არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე"
- "სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
- უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა