ამ გვერდის ამობედვა

"რამდენ დამცირებას, შეურაცხყოფას უძლებენ უცხოეთში წასული დედები, შვილების კეთილდღეობისთვის ყოველდღიურ გოლგოთას გადიან..."

მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რამდენ დამცირებას, შეურაცხყოფას უძლებენ უცხოეთში წასული დედები. ოჯახისგან, ახლობლებისგან მოწყვეტილები, შვილების კეთილდღეობისთვის ყოველდღიურ გოლგოთას გადიან...


ეს არის უსისხლო მოწამეობა, რასაც მორჩილებით იტანენ, მაგრამ ტანჯვით ნაშოვნ ფულს ან ტოტალიზატორში, ან კიდევ ნარკოტიკში რომ დახარჯავ, სად არის მშობლის პატივისცემა და სიყვარული!..


რა ფასი აქვს ასეთ შრომას, ან საერთოდ, სიცოცხლეს!..


დედა შვილის ნათელი მომავლისთვის ურთულეს გზებსაც ღირსეულად გაივლის, მაგრამ უმადური შვილი რომ მიაყენებს ტკივილს, ისეთს არავინ!.."- წერს პეტრე კოლზი.

წაკითხვა 939 ჯერ