"ამ ქვეყანაში სინათლის სინაკლებეა, რაც უინტელექტობის, გაუნათლებლობის, უწიგნურობის, სიბნელის ბრალია..."
მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ამ ქვეყანაში ადამიანობის სინაკლებეა. ეს კი აღზრდის, მენტალობის ბრალია.
ამ ქვეყანაში სიყვარულის სინაკლებეა. ეს დაუნდობლობის, აგრესიის, სიძულვილის ბრალია...
ამ ქვეყანაში სამართლიანობის სინაკლებეა, რაც სუბიექტურობის, უსამართლო განსჯის ბრალია...
ამ ქვეყანაში ტაძრების სიმრავლე, მაგრამ რწმენის სინაკლებეა... ეს ფარისევლობის, ცრურწმენის, ღმერთით ვაჭრობის ბრალია...
ამ ქვეყანაში პროფესიონალიზმის სინაკლებეა, რაც ნეპოტიზმის, ჩაწყობის, უსირცხვილობის ბრალია...
ამ ქვეყანაში სინათლის სინაკლებეა, რაც უინტელექტობის, გაუნათლებლობის, უწიგნურობის, სიბნელის ბრალია...
ამ ქვეყანაში..."- წერს მამა პეტრე.
სიახლეები
- "ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ შეუსრულებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა" - ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ივნისიდან
- "მოსალოდნელია თუ არა შემოდგომაზე მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები?!' - ვახტანგ ძაბირაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 ივნისიდან
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს
