ამ გვერდის ამობედვა

"რატომ ჰყოფს სხვის საქმეში ცხვირს უკვე მეორედ სალომე ზურაბიშვილი?"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"დიდი ბრიტანეთი გავა თუ არა ევროკავშირიდან, ეს არის ამ ქვეყნის გადასაწყვეტი და რატომ ჰყოფს სხვის საქმეში ცხვირს უკვე მეორედ სალომე ზურაბიშვილი? რომ ამბობს, სიამოვნებით დაიკავებს მის ადგილს საქართველოო, ვერ ხვდება, რომ ძალიან დიდ უაზრობას ამბობს და რომ ევროკავშირში გაწევრიანება ადგილის გამონთავისუფლებით არ ხდება?

 


მისი ეს განცხადებები დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობების გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს. 

 


აუხსნას მთავრობამ, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციით მას არა აქვს საგარეო საკითხებში მთავრობისაგან შეუთანხმებელი განცხადების გაკეთების უფლება. მთავრობას არასდროს გამოუხატავს ბრექსიტთან დაკავშირებით მსგავსი დამოკიდებულება,"- წერს რომან გოცირიძე.

წაკითხვა 814 ჯერ

სიახლეები