ამ გვერდის ამობედვა

"ნურავის ნუ ეშინია მრავალპარტიული პარლამენტის, ესაა ნამდვილი დემოკრატია" - ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ძალიან კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" მიიღეს გადაწყვეტილება,- 2020 წლიდან გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა ჯერ კიდევ 2010 წლიდან, ეს "ქართული ოცნების" მოთხოვნაც იყო, ვიდრე მოვიდოდნენ ხელისუფლებაში და შეიტკბობდნენ ძალაუფლებას! კარგია, რომ ახლა მაინც იქნა გაზიარებული საზოგადოების ეს მოთხოვნა! ნურავის ნუ ეშინია მრავალპარტიული პარლამენტის, ესაა ნამდვილი დემოკრატია და არა ის, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩაგრავს განსხვავებულ აზრს. ამ საკონსტიტუციო (უმრავლესობის) უზურპაციის შედეგი რაც იყო, ვნახეთ. ამჯერად, სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, რასაც მხარს ვუჭერთ," - წერს ირმა ინაშვილი.

წაკითხვა 739 ჯერ