ამ გვერდის ამობედვა

"ყველაზე საშინელება ის არის, როცა მთელი ცხოვრება ყველა ,,გეჯაჭვება", იმიტომ, რომ ,,შეძლებული" ხარ..."

მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"თავაზიანი ადამიანი ყველასთან თავაზიანია. ის არ ანსხვავებს, ვინ თანამდებობის პირია, ვინ დამლაგებელი. ვინც კატეგორიების მიხედვით ყოფს, მასში ყველაფერია, ადამიანობის გარდა. მზაკვარი და მლიქვნელი ცდილობს, გამორჩენის მიზნით მის ზემდგომს ხოტბა შეასხას, ფარისევლური სიტყვებით ასიამოვნოს... იმ ზემდგომსაც სჭირდება ასეთი პირფერობა... მან იცის, არა მის პიროვნებას, არამედ მის წოდებას ეთაყვანებიან, მაგრამ მაინც იფერებს... ყველაზე საშინელება ის არის, როცა მთელი ცხოვრება ყველა ,,გეჯაჭვება", იმიტომ, რომ ,,შეძლებული" ხარ... ასეთი ადამიანები ვერასდროს გრძნობენ, რა არის ბედნიერება... როცა ,,არავინ არ ხარ" და მაინც გაფასებენ, ეს არის ნამდვილობა!.."- წერს მამა პეტრე.

წაკითხვა 614 ჯერ

სიახლეები