ამ გვერდის ამობედვა

"ვინც პიროვნულ ღვარძლზე მაღლა ვერ დგება, მისი ადგილი პოლიტიკაში არაა"

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟლიანი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ხვალ ბოლოჯერ ვირჩევთ პრეზიდენტს. შემდეგ დაგვინიშნავენ.

 

პრინციპში ახლაც არის შანსი იგივე გააკეთონ. ამიტომ ყველა უნდა წავიდეთ და მივცეთ ხმა, ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს. ყველას, სალომეს გარდა.

 

სალომეს არ უყვარს ეს ქვეყანა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ რომ შეყვარებული ხართ ვინმეზე და იმეტებთ ყველაზე ცუდისთვის. არაფერია იმაზე ცუდი შენი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულო და ეს გააკეთო პირადი შურისძიების გამო. ვინც პიროვნულ ღვარძლზე მაღლა ვერ დგება, მისი ადგილი პოლიტიკაში არაა. მით უფრო ჯარის აღლუმი ვერასოდეს ვერ უნდა ჩაიბაროს!

 

მე მივდივარ ხვალ არჩევნებზე და ხმას ვაძლევ გრიგოლ ვაშაძეს. იმ იმედით რომ მიშას კარგ საქმეებს გააგრძელებს და შეცდომებს არ გაიმეორებს."- წერს ნანუკა ჟორჟლიანი.

წაკითხვა 854 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 27 2018