ამ გვერდის ამობედვა

,,უფალო, გევედრები, დამიბრუნე ჩემი ანგელოზი"

მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგული 13 წლის ბიჭის მამიდა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,უფალო, გევედრები, დამიბრუნე ჩემი ანგელოზი, გთხოვ. უკვე ვეღარ ვუძლებ ამდენ ტკივილს, ერთი ოჯახისთვის ამდენი ტკივილი უკვე მეტისმეტია. უფალო, გთხოვ, ოღონდ ჩემი სიცოცხლე წაიღე, ოღონდ ჩვენი ბიჭი ჯანმრთელი დაგვიბრუნე. გთხოვ, გევედრები უფალო", - წერს დაკარგულის მამიდა. 

 

მესტიაში, დაკარგულ არასრულწლოვანს მესამე დღეა ეძებენ.

 

მოზარდი სახლიდან 18 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

 

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი, დაკარგულს ეძებენ დრონებით.

წაკითხვა 597 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 20 2020