ამ გვერდის ამობედვა

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. მშვიდად შეხვდით ინფორმაციებსა და სიახლეებს. უმჯობესია, სიტუაციSი გარკვევას დაელოდოთ.



კურო - ჯერ გაარკვიეთ რას ითხოვე თქვენგან და მერე აქტიურად ჩაებით საქმიანობაში. ადამიანებზე კარგი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა მოგეცემათ.

 


ტყუპი - გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენი იდეებით დაინტერესდებიან. იყავით პოზიტიურად განწყობილი და მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.

 



კირჩხიბი - თუ შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, გააცანით ის იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც გსურთ, რომ განახორციელოთ. საღამოს მეგობრებთან ერთად მხიარულება გელით.

 



ლომი - სასიამოვნო, მშვიდი დღე გელით. ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს. შეხვდით თქვენთვის საინტერესო ადამიანებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ფული შეიძლება მოულოდნელი წყაროდან მიიღოთ.

 

 


ქალწული - მიმოიხედეთ, გარშემო საინტერესო ადამიანები და მოვლენები გახვევიათ. დაფიქრდით და მიხვდებით, რომ გაგიმართლათ, ასეთი კარგი ახლობლები რომ გყავთ.

 



სასწორი - მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები, მაგრამ უიმედო იდეების განხორციელებას მხარს ნუ დაუჭერთ. დახმარება მხოლოდ ერთგულ ადამიანებს სთხოვეთ.

 



მორიელი - დღეს საერთო ენას კონკურენტებთანაც კი გამონახავთ. მოერიდეთ სამსახურში რომანის გაბმას. მეტი პატივისცემა გმართებთ უფროსი ადამიანების მიმართ.

 



მშვილდოსანი - დღეს ყველა რაღაცის სათხოვნელად მოვა თქვენთან. ეცადეთ, არ გააწბილოთ მათი მოლოდინი. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

 



თხის რქა - გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ. საკუთარი რესურსი ფრთხილად გაანაწილეთ. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან, კავშირებისგან.

 



მერწყული - კრეატიული ხართ ყველა სფეროში. გარშემო მყოფები ხშირად მოგმართავენ დახმარებისთვის. თბილ სიტყვებს მოწყენილი ადამიანებისთვის ნუ დაიშურებთ.

 



თევზები - ენერგიული და პოზიტიური ხართ. ეცადეთ, კეთილი საქმეები შეასრულოთ. დღეს ვერაფერი შეგიშლით ხელს წარმატების, გამარჯვების მიღწევაში.

 

https://astrologi.ambebi.ge/

წაკითხვა 617 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 27 2019

სიახლეები