May 17, 2024

საქართველოს პარლამენტი „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით დღეს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით დღეს განიხილავს. ამის შესახებ ცნობილი გახდა პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომის შემდეგ.

მეორე მოსმენით კანონპროექტს მხარი პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა 29 აპრილს დაუჭირა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ჯამში ოპოზიციის 14 დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წარმომადგენელი გააძევა, რომლებიც კანონპროექტის შესახებ კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამდნენ. ოხანაშვილი კი ოპონენტებს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებდა, მათ შორის, შენიშვნას აძლევდა მიკროფონის გამორთვის შემდეგ საუბრის გაგრძელების გამო.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მეორე მოსმენით კანონპროექტის განხილვა შესაძლოა ორ-სამ დღეს გაგრძელდეს.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, დღეს, 30 აპრილს, პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. რაც ნიშნავს, რომ შენობაში შესვლას და მუშაობას მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები (2-2 ჯგუფი) შეძლებენ, ხოლო სხვა მედიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება არ ექნებათ.

 

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" ("კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნება" თავის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

წაკითხვა 144 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 30 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.