ამ გვერდის ამობედვა

აჯაფსანდალი სტაფილოთი

ინგრედიენტები

  • სტაფილო - 1 ცალი
  • ბადრიჯანი - 2 ცალი, მოზრდილი
  • ტკბილი წიწაკა - 3 ცალი
  • ხახვი - 2 ცალი
  • მწიფე პომიდორი - 2 ცალი
  • ქინძი - 1 კონა
  • რეჰანი - 1 კონა
  • ზეთი - მესამედი ჭიქა
  • მარილი და წიწაკა
 
 
მომზადების წესები

სტაფილო, წიწაკა და ბადრიჯანი თხელ რგოლებად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი და მწვანილი. პამიდორს კანი გავაცალოთ და წვრილად დავჭრათ. ყველა ინგრედიენტი ავურიოთ და მოვათავსოთ ქვაბში, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
აჯაფსანდალი ვხარშოთ თავდახურული, ხანდახან ამოვურიოთ. თუ წვენი დააშრა, ცოტა წყალი დავუმატოთ.

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 752 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 31 2020

სიახლეები