"ინფექციის გავრცელებიდან გამომდინარე სკოლების გახსნაზე ჯერ არ ვსაუბრობთ"
ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სკოლებისა და ბაღების საკითხი არის პრიორიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.
„ხშირად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიცემა. ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. თუმცა, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტად უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს, თუმცა გვაქვს გარკვეული მოსაზრებები. ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა პირობას, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 აპრილისთვის
- "ჩვენი გზა გამჭვირვალობა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ეროვნული პოლიტიკის კეთება და საქართველოს რეალური ევროპული გზაა, ქრისტიანული და დემოკრატიული, ღირსეული ევროპული გზა"
- "28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა" - ლევან ხაბეიშვილი
- "ეს ერთ-ერთი, ყველაზე მკაცრი რეზოლუციაა, რაც საქართველოსთან მიმართებით ოდესმე მიუღია ევროპარლამენტს" - ნინო კალანდაძე
- "არავის აქვს უფლება, სუვერენულ სახელმწიფოს ვიზალიბერალიზაცია წაართვას, რა ჩავიდინეთ, კანონს რომ ვიღებთ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არის ნაკარნახევი?"