ამ გვერდის ამობედვა

"არანაირ წარმატებას პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ არ შევქმენით ძლიერი განათლების სისტემა"

არანაირ ჩვენს წარმატებას, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ ჩვენ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის რეფორმები, რომელიც განათლების სისტემაში მთავრობამ 2019 წელს დაიწყო, 2020 წელსაც გაგრძელდება.

 

„განათლების რეფორმა არის უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, არანაირ ჩვენს წარმატებას, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ ჩვენ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა. სხვანაირად ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალური კონკურენციის ფარგლებში. ამიტომ განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ 2019 წელს, გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით,” - განაცხადა პრემიერმა.

წაკითხვა 626 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 30 2019

სიახლეები