"ეს არჩევნები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო"

ხმა მივეცი საქართველოსთვის - ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო.

 

„სამწუხაროდ, ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო, არც თავისუფალი. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. საერთოდ, ყველა თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების როლზე და თუ არ დავფიქრდით პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ, შესაძლოა, არჩევნებმა აზრი დაკარგოს.

 

რაც შეეხება მეორე ტურს, რა თქმა უნდა, მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა. მე მოვიხადე ეს ვალდებულება. ხმა მივეცი საქართველოსთვის. დღეს ჩვენს 11 მაჟორიტარს და მერობის ერთ კანდიდატს აქვს საარჩევნო დღე და დღესაც მინდა, თითოეულ ამომრჩეველს მოცემული ხმისთვის მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა გახარიამ.

 

ამასთან, გახარია გამარტავს, რას ნიშნავს, როდესაც ამბობს, რომ ხმა საქართველოსთვის მისცა.

 

„საქართველოსთვის - ეს არის როდესაც ჩვენ, საქართველოსთვის მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ. როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ და გვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ ცუდსა და უარესს შორის, მე ხმას ვაძლევ საქართველოსთვის. საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ როდესაც გვაიძულებენ ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ“,- განაცხადა გახარიამ.

წაკითხვა 425 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.