"ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ეტაპზე" - მიხეილ ჩხენკელი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.
პრეზენტაციის ფარგლებში, მინისტრმა საზოგადოებას დისტანციური სწავლების მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის კონკრეტული გეგმები გააცნო.
„რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროფესორებსა და უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს. მათ სწრაფად შეძლეს რესურსების მობილიზება და დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადასვლა. ჩვენ ყოველდღიურად ვაკონტროლებთ სწავლების ხარისხს არა მხოლოდ ჩვენ მიერ დადგენილი, არამედ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) სტანდარტებით.
ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ეტაპზე. რაც შეეხება შუალედურებს, ამას უნივერსიტეტებმა უკვე წარმატებით გაართვეს თავი სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე, მნიშვნელოვანია სადიპლომო ნაშრომების საკითხი, რომელთა შესრულება და დაცვა მოხდება ინდივიდუალური გრაფიკის მეშვეობით, სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე.
უახლოეს მომავალში ონლაინ რეჟიმში გაიმართება რექტორთა საბჭო, სადაც ვიმსჯელებთ ეტაპობრივად როგორ განვაახლოთ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები. ეს პროცესიც ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და პროტოკოლის დაცვით წარიმართება.“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
სიახლეები
- “აგენტების კანონის” საკომიტეტო განხილვიდან ანრი ოხანაშვილმა 7 დეპუტატი გააძევა
- ''ოპოზიციამ ხალხს მოუსმინოს და ეცადოს, რომ სწორი სამოქმედო გზა ხალხთან ერთად იპოვოს" - იაგო ხვიჩია
- "ვისაც ეჭვი ეპარება, რა ხდება ქვეყანაში, უყურეთ სხდომას, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ - „ოცნება“ ატყუებს იმ ხალხს, ვისაც დღეს ე.წ სახალხო შეკრებაზე მოერეკება" - სალომე სამადაშვილი
- სამარხვო პიცა
- "ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს სტრასბურგში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა - ამაში სასირცხვილო არაფერია! " - მამუკა მდინარაძე