ამ გვერდის ამობედვა

"2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი"

2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს უნდა იყოს უმაღლესი განათლების ახალი სტანდარტის დაწესება ქვეყანაში- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა თავისუფლად უნდა შეძლონ გლობალურ კონკურენციასთან გამკლავება.

 

„ეს უნდა იყოს საუნივერსიტეტო ცხოვრების ის ქალაქი, სადაც საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლების ახალგაზრდები და სტუდენტები უნდა სწავლობდნენ და ამ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მათ მარტივად და თავისუფლად უნდა შეეძლოთ გლობალურ კონკურენციაში მონაწილეობის მიღება, ეს არის უმნიშვნელოვანესი, სტანდარტის დამაწესებელი პროექტი, რომელმაც უფრო და უფრო მეტი მიმართულება უნდა მოიცვას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაკითხვა 606 ჯერ