ამ გვერდის ამობედვა

ბორჯომში, შრომითი უფლებებისა და გენდერული დისკრიმინაციის შესახებ, შეხვედრები გაიმართა

9-11 ნოემბერს ბორჯომში, სასტუმრო ,,ბორჯომი ლიკანში“, შრომითი უფლებებისა და გენდერული დისკრიმინაციის შესახებ, შეხვედრები გაიმართა. პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ახორციელებდა. სემინარებს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და იურისტი თამარ გაბისონია უძღვებოდნენ.

 

რაისა ლიპარტელიანის თქმით, ტრენინგის მონაწილეებმა სამი დღის განმავლობაში თავიანთი ცოდნა მნიშვნელოვნად გაიღრმავეს, რასაც მომავალში პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ.

,,აღნიშნულ ტრენინგებზე გაანალიზებული იქნა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტი გენდერული თანასწორობის კუთხით. ვიმსჯელეთ რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით საქართველოში. გარდა თეორიული საკითხებისა, იყო პრაქტიკული სავარჯიშოებიც. განსაკუთრებული ყურადღება ასოცირების ხელშეკრულებაში გენდერული თანასწორობის ასახვის საკითხებს დაეთმო. ტრენინგის მონაწილეების ჩართულობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შეხვედრა საინტერესო იყო. ვერ ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით ყველა მონაწილეს მაღალი ცნობიერება ჰქონდა, მაგრამ ის სამი დღე მათ დაეხმარათ, რომ გაეღრმავებინათ თავიანთი ცოდნა. ეს ყველაფერი სამომავლოდ მათ შრომით ურთიერთობებზე დადებითად აისახება’’-აღნიშნა რაისა ლიპარტელიანმა.

შეხვედრას სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანები, პროფკავშირის წევრები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

46076577 2395070590521221 5594704938996334592 n

წაკითხვა 1047 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 13 2018

სიახლეები