ამ გვერდის ამობედვა

"მჯერა, რომ პუტინი მკვლელია...ის ყველაფრის საფასურს გადაიხდის და ამას თქვენ მალე დაინახავთ“ - ჯო ბაიდენი

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი აცხა­დებს, რომ მას სჯე­რა, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი "მკვლე­ლია.“ ამის შე­სა­ხებ ბა­ი­დენ­მა ABC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში წამ­ყვა­ნის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

 

კი­თხვა და­ის­ვა მას შემ­დეგ, რაც წამ­ყვან­მა ჯორჯ სტე­ფა­ნო­პუ­ლოს­მა და ბა­ი­დენ­მა ისა­უბ­რეს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ან­გა­რი­შის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პუ­ტინ­მა პი­რა­დად გას­ცა ბრძა­ნე­ბა, გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნათ 2020 წლის აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე დო­ნალდ ტრამ­პის სა­სარ­გებ­ლოდ, ასე­ვე, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის ვებგ­ვერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ კი­ბე­შე­ტე­ვებ­ში რუ­სუ­ლი კვა­ლის გა­მოკ­ვე­თის შე­სა­ხებ.

 

წამ­ყვან­მა ბა­ი­დენს ჰკი­თხა: "გჯე­რათ, რომ პუ­ტი­ნი მკვლე­ლია“, რა­ზეც პრე­ზი­დენ­ტის პა­სუ­ხი ასე­თი იყო - "დიახ, ამის მჯე­რა....„მას მო­უ­წევს ყვე­ლაფ­რის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და და ამას თქვენ ძა­ლი­ან მალე და­ი­ნა­ხავთ“, - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

 

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც პუ­ტინს ესა­უბ­რა, უთხრა, რომ თუკი რუ­სე­თის ჩა­რე­ვა აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­ში და­დას­ტურ­დე­ბო­და, მზად ყო­ფი­ლი­ყო ამე­რი­კის რე­აქ­ცი­ის­თვის:

 

"ხან­გრძლი­ვი სა­უ­ბა­რი გვქონ­და. მას საკ­მა­ოდ კარ­გად ვიც­ნობ. ვუ­თხა­რი, მე თქვენ გიც­ნობთ და თქვენ მე მიც­ნობთ. თუ გა­ირ­კვე­ვა, რომ ეს ნამ­დვი­ლად მოხ­და, მზად იყა­ვით", - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯო ბა­ი­დე­ნის პო­ლი­ტი­კურ წარ­სულ­ში ხში­რია მისი მხრი­დან პუ­ტი­ნის კრი­ტი­კის ფაქ­ტე­ბი. ერთ-ერთი კო­მენ­ტა­რის დროს, ჯომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს "КГБ-ს თაღ­ლი­თი" უწო­და.

წაკითხვა 465 ჯერ