კოსმოსში პირველი ტურისტები დედამიწაზე დაბრუნდნენ
ოთხი ტურისტი, რომელიც კოსმოსში სამი დღის წინ გაფრინდა დედამიწაზე უვნებლად დაეშვნენ.
SpaceX-ის კაფსულა ფლორიდადან ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გაეშვა და დღეს ატლანტის ოკეანის ზედაპირზე დაბრუნდა. ოთხი პირი, რომელიც კაფსულაში იმყოფებოდა დედამიწაზე პარაშუტებით დაბრუნდნენ.
ჯგუფი მილიარდერი ჯარედ ისააკმენის მიერ იყო დაკომპლექტებული. მან კოსმოსში მოგზაურობისთვის 200 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. მასთან ერთად იმყოფებოდა ნასას ყოფილი ასტრონავტობის კანდიდატი შან პროქტორი, ჰეილი არსენოქსი - 51 წლის ფიზიკოსი, რომელმაც თანდაყოლილი ძვლის კიბო დაამარცხა და საავიაციო მონაცემების ინჟინერი კრის სემბროსკი.
"ფანტასტიური გასეირნება იყო ჩვენთვის. თუმცა ჩვენ ახლა დავიწყეთ", -თქვა ისააკმენმა დედამიწაზე დაბრუნებისას.
ეს უკვე მესამე ჯერია, როდესაც ელონ მასკმა ადამიანი გაუშვა კოსმოსში, თუმცა პირველად ტურისტული მიზნით.
"გილოცავთ. Inspiration4x" - დაწერა მან ტვიტერზე.
სიახლეები
- “აგენტების კანონის” საკომიტეტო განხილვიდან ანრი ოხანაშვილმა 7 დეპუტატი გააძევა
- ''ოპოზიციამ ხალხს მოუსმინოს და ეცადოს, რომ სწორი სამოქმედო გზა ხალხთან ერთად იპოვოს" - იაგო ხვიჩია
- "ვისაც ეჭვი ეპარება, რა ხდება ქვეყანაში, უყურეთ სხდომას, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ - „ოცნება“ ატყუებს იმ ხალხს, ვისაც დღეს ე.წ სახალხო შეკრებაზე მოერეკება" - სალომე სამადაშვილი
- სამარხვო პიცა
- "ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს სტრასბურგში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა - ამაში სასირცხვილო არაფერია! " - მამუკა მდინარაძე