ამ გვერდის ამობედვა

ვინ იყო ამერიკელების მიერ მოკლული ირანელი გენერალი და რომელი სისხლიანი თავდასხმები უკავშირდებოდა მას?

ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა, ბაღ­დად­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორტზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­დე­გად, ირა­ნე­ლი გე­ნე­რა­ლი, ქა­სემ სუ­ლე­ი­მა­ნი მოკ­ლეს.

თავ­დას­ხმა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ბრძა­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

 

რო­გორც CNN წერს, სუ­ლე­ი­მა­ნი ირან­ში გმი­რად მი­იჩ­ნე­ო­და - მა­მა­ცი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი გე­ნე­რა­ლი - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ირა­ნე­ლე­ბი ქა­სემს.

 

ირა­ნე­ლე­ბის­თვის გმირ სამ­ხედ­როს აშშ-ში "ცივ­სის­ხლი­ან მკვლელს" უწო­დე­ბენ..

 

 

CNN-ის ცნო­ბით, სუ­ლე­ი­მა­ნი ირან­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. ის ირა­ნუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის მთა­ვარ­სარ­და­ლი გახ­ლდათ და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ირა­ნის სა­ზღვარ­გა­რე­თულ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებს და მათ შო­რის, ისეთ ოპე­რა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც აშშ-ში ტე­რო­რიზ­მად მი­იჩ­ნე­ო­და.

ქა­სიმ სუ­ლე­ი­მა­ნის სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა ირა­ნი-ერა­ყის ომის დროს ად­რე­ულ 1980 წელს და­ი­წყო. სუ­ლე­ი­მან­მა დიდი როლი ითა­მა­შა ირა­ნის, რო­გორც გავ­ლე­ნი­ა­ნი ქვეყ­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი რო­ლი­სა და გავ­ლე­ნე­ბის გაზ­რდა­ში.

 

„ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მებ­რძო­ლი იყო. ჯა­რის­კა­ცებს უყ­ვარ­დათ. იყო მშვი­დი, ამავდრო­უ­ლად, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, სტრა­ტე­გი­ი­სა და ტაქ­ტი­კის სა­კი­თხებ­ში გე­ნი­ო­სი“, - ამ­ბობს CNN-თან სა­უბ­რი­სას გე­ნე­რალ ლე­ი­ტე­ნან­ტი, ექ­სპერ­ტი ტე­რო­რიზ­მის სა­კი­თხებ­ში, მარკ ჰერ­თლინ­გი.

 

„ირა­ნის ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლი“ - ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ გარ­დაც­ვლილ გე­ნე­რალს.

 

პენ­ტა­გო­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუ­ლე­ი­მა­ნი და მისი ჯა­რის­კა­ცე­ბი ათა­სო­ბით ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცის სიკ­ვდილ­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი.

 

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი თვლი­ან, რომ ერა­ყის ომის დროს ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სპე­ცი­ა­ლუ­რად დამ­ზა­დე­ბულ ბომ­ბებ­სა და სხვა საბ­რძო­ლო მა­სა­ლას ISIS-ის მებ­რძო­ლებს სუ­ლე­ი­მა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით აწ­ვდიდ­ნენ. სა­უ­ბა­რია ია­რაღ­ზე, რო­მელ­საც ჯავ­შნის მიღ­მა შეღ­წე­ვა შე­ეძ­ლო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ირა­ნი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

 

პენ­ტა­გო­ნის ცნო­ბით, ის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

 

 

გა­სულ პა­რას­კევს ამე­რი­კის უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დებ­დნენ, რომ სუ­ლე­ი­მა­ნი ერაყ­ში ამე­რი­კელ დიპ­ლო­მა­ტებ­ზე თავ­დას­ხმის გეგ­მას ამ­ზა­დებ­და. ამე­რი­კე­ლე­ბი სუ­ლე­ი­მანს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ ერაყ­ში კო­ა­ლი­ცი­ის ბა­ზებ­ზე ბოლო თვე­ებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მათ შო­რის, 27 დე­კემ­ბრის თავ­დას­ხმას, რომ­ლის დრო­საც ერთი ამე­რი­კე­ლი კონ­ტრაქ­ტო­რი და­ი­ღუ­პა.

 

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-მა ბაღ­და­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა­საც, ერა­ყის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი 5 წევ­რი­სა და 2 „მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტუმ­რის“ სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. და­ღუ­პუ­ლებს შო­რის არი­ან ირა­ნუ­ლი ელი­ტუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფის „ქუდსის ძა­ლე­ბის“ ლი­დე­რი გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ქა­სემ სუ­ლე­ი­მა­ნი და ერა­ყე­ლი საბ­რძო­ლო დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი აბუ მაჰდი ალ-მუ­ჰან­დი­სი.

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 573 ჯერ