ავღანეთში „თალიბანის“ 51 მებრძოლი მოკლეს
ავღანეთის სამთავრობო ძალებმა „თალიბების“ წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო თავდასხმები განახორციელეს, რასაც ბოლო 24 საათის განმავლობაში დაჯგუფება „თალიბანის“ 51 მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა კვირას 13 სახმელეთო და 12 ავიაიერიში განახორციელეს, რის შედეგადაც მოკლულია 51, დაჭრილია 13 და დაპატიმრებულია 6 „ტერორისტი“. პროვინცია ბალხის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ავიაიერიშების შედეგად, დაღუპულია სამი ქალი და ოთხი ბავშვი, რასაც გუბერნატორის ოფისთან საპროტესტო აქცია მოჰყვა. ავღანეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად პროვინციაში საგამოძიებო კომისიას გააგზავნის.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „თალიბანი“. მათი მტკიცებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ავღანურ სამთავრობო ძალებზე ორი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ქუნდუზისა და ბალხის პროვინციებში სამთავრობო ძალების 18 წევრი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაიჭრა.
სიახლეები
- “აგენტების კანონის” საკომიტეტო განხილვიდან ანრი ოხანაშვილმა 7 დეპუტატი გააძევა
- ''ოპოზიციამ ხალხს მოუსმინოს და ეცადოს, რომ სწორი სამოქმედო გზა ხალხთან ერთად იპოვოს" - იაგო ხვიჩია
- "ვისაც ეჭვი ეპარება, რა ხდება ქვეყანაში, უყურეთ სხდომას, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ - „ოცნება“ ატყუებს იმ ხალხს, ვისაც დღეს ე.წ სახალხო შეკრებაზე მოერეკება" - სალომე სამადაშვილი
- სამარხვო პიცა
- "ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს სტრასბურგში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა - ამაში სასირცხვილო არაფერია! " - მამუკა მდინარაძე