ამ გვერდის ამობედვა

როდის გაიხსნება ეიფელის კოშკი ვიზიტორთათვის

საფრანგეთის ყველაზე თვალსაჩინო ადგილი, ეიფელის კოშკი, ვიზიტორთათვის 15 ივლისს სრულად გაიხსნება.

კორონავირუსის გავრცელების გამო, სამი თვის განმავლობაში ის დახურული იყო.

 

ყველა სტუმარს მოეთხოვება უსაფრთხოების წესების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.

 

ზედა სართულზე, ერთდროულად, არაუმეტეს 250 ადამიანს შეუძლია ყოფნა. ასევე დასაშვებია ლიფტით სარგებლობა. 104-დღიანი დახურვის შემდეგ კოშკმა 27 მილიონი ევროთი  იზარალა. თუმცა ადმინისტრაციაში იმედი აქვთ, ვიზიტორთა რიცხვი ჩვეულ რაოდენობას დაუბრუნდება.

წაკითხვა 400 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 10 2020

სიახლეები