ამ გვერდის ამობედვა

აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

რეგულაციები თეირანისთვის იმ 22 ტიპის მეტალის მიწოდებას კრძალავს, რომელიც ბირთვული, სამხედრო, ან ბალისტიკური სარაკეტო პროგრამისთვის შეძლება იყოს გამოყენებული. განცხადება ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.

 

პომპეოს თქმით, ირანის ბირთვული და სამხედრო პროგრამა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის. ნებისმიერი ქვეყანა, ან კომპანია, ვინც ირანს ამ მეტალებს მიაწვდის, ავტომატურად სანქციების ქვეშ მოექცევა.

 

სანქციები ირანის წინააღმდეგ მისთვის ასევე სამშენებლო სფეროსთვის განკუთვნილი მასალების მიწოდებასაც კრძალავს. აშშ მიიჩნევს, რომ ამ სფეროს ირანის ისლამური რევოლუციის კორპუსი აკონტროლებს.

 

ირანში ექსპორტისთვის აკრძალული ლითონების სიაში ალუმინი, ალუმინის პუდრი და სხვა და სხვა ტიპის, მათ შორს უჟანგავი ფოლადი მოხვდა. 

წაკითხვა 308 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2020

სიახლეები