ამ გვერდის ამობედვა

"სომხეთმა მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს"

სომხეთმა მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, დამთავრდეს კრიზისი, რომელიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის გამო დაიწყო.

 

„აზერბაიჯანის მიწების სომხებისგან გათავისუფლება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას გაუხსნის გზას,“- აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, მეორე დღეა მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

წაკითხვა 582 ჯერ

სიახლეები