თურქეთის ამბიციები - "სირიელი მეამბოხეები აზერბაიჯანში გადასასროლად ემზადებიან“
უცხოური პრესის ერთ-ერთ მთავარ თემას სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტი წარმოადგენს.
დასავლური მასმედია, განსაკუთრებით კი სამაუწყებლო კომპანიები „ბი-ბი-სი“, „დოიჩე ველე“, „ევრონიუსი“ და სხვები კონფლიქტის ირგვლივ ფაქტებს და კომენტარებს ონლაინ-რეჟიმში აქვეყნებენ. ბრიტანული, ფრანგული, გერმანული პრესა,როგორც სამხედრო მოქმედებათა ამსახველ ოპერატიულ ინფორმაციას, ასევე დიპლომატიურ და ანალიტიკურ მასალებს ბეჭდავს და კონფლიქტში გარეშე ძალების ჩართვაზე საუბრობს.
ბრიტანულ „გარდიან”-ში («The Guardian») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თურქეთის ამბიციები: სირიელი მეამბოხეები აზერბაიჯანში გადასასროლად ემზადებიან“ (ავტორი - ბეთან მაკერნენი), რომელშიც თურქეთის გეგმებზეა საუბარი - სირიიდან აზერბაიჯანში ანტიასადური ძალების გადაყვანა აზერბაიჯანის არმიის დასახმარებლად.
სირიის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც თურქეთი აკონტროლებს, ანტიასადური ამბოხებულების - მოხალისეების ჩაწერა მიმდინარეობს, რომლებსაც ჯერ უშუალოდ თურქეთის ტერიტორიაზე გადაიყვანენ, შემდეგ კი აზერბაიჯანში. მოხალისეების ჩაწერას კერძო თურქული დაცვითი ორგანიზაცია ახორციელებს. მოხალისეები, აზერბაიჯანის დროებითი სასაზღვრო ხაზის დასაცავად, მესაზღვრეების სტატუსით. როგორც „გარდიან“-მა იუწყება, თურქული დაცვითი ორგანიზაცია მოხალისეებს კარგ ანაზღაურებას დაპირდა, რაც ათწლიანი სამოქალაქო ომით გაპარტახებული სირიელებისათვის კარგი შესაძლებლობაა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
სტატიის ავტორის აზრით, თურქეთის ამგვარი მოქმედება იმის ნიშანია, რომ საზღვარგარეთ ძალების პროეცირებაში ანკარის მადა მატულობს: აზერბაიჯანი უკვე მესამე ქვეყნა იქნება, სადაც თურქული ამბიციები რეალურ კონტურებს იძენს რუსეთთან კონკურენციაში - ჯერ სირიაში (ახლო აღმოსავლეთი), შემდეგ - ლიბიაში (აფრიკა) და ახლა აზერბაიჯანი (სამხრეთ კავკასია).
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:https://www.theguardian.com/world/2020/sep/28/syrian-rebel-fighters-prepare-to-deploy-to-azerbaijan-in-sign-of-turkeys-ambition
სიახლეები
- "რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები" - მარია ზახაროვა
- "აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ"
- სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
- "მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო რწმენით და მიეღო საუკუნო სიცოცხლე"
- "დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, თვითნაბად, თვითორგანიზებულ პროტესტს, ძალიან ჰგავს მაიდანს"