ამ გვერდის ამობედვა

მეცნიერები - ღვინის მოყვარულთა ტვინი უკეთ მუშაობს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ იმ ადამიანთა ტვინიც კი, რომლებიც კვირაში მხოლოდ ერთ ჭიქა ღვინოს სვამენ, გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე ჩაის მოყვარულთა ტვინი.

 

ალკოჰოლის დადებითი ეფექტი ასეთნაირად აიხსნება: ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის ტვინს სისხლი უფრო კარგად მიეწოდება, ხოლო როდესაც ადამიანი ერთ კვირაში 5-6 ბოთლ ღვინოს სვამს, ტვინის მუშაობა, საუკეთესო შედეგს აღწევს.

მონაცემები ალკოჰოლის სარგებლიანობის შესახებ ეფუძნება ხანგრძლივ დაკვირვებას 10 000  სახელმწიფო   მოხელის ჯანმრთელობაზე. გამოკვლევები 1967 წლიდან დღემდე ტარდებოდა. შესწავლილ იქნა თამბაქოს მოწევის, სიმსუქნის, სოციალური სტატუსისა და სხვა ფაქტორების გავლენა ადამიანის ჯამრთელობაზე. რაც შეეხება ალკოჰოლის, გამოკვლევის დროს 6 000 ადამიანს  უნდა გაევლო ტესტირება, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა ამოცანებისა და მეხსიერების სავარჯიშოებისგან.

როგორც გაირკვა, ყველაზე ცუდი შედეგები იმ პირებს ჰქონდათ, რომლებიც ძალიან იშვიათად ან საერთოთ არ ეტანებოდნენ ალკოჰოლს. თუმცა ეს ტენდენცია ქალებში უფრო შეინიშნებოდა, ვიდრე მამაკაცებში. საუკეთესო შედეგები აღმოჩნდათ იმ ქალებს, რომლებიც დღეში სვამდნენ ნახევარ ბოთლ ღვინოს ან ლუდს.

ამ დაკვირვებაზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ალკოჰოლის მოქმედებას შეუძლია გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის შემცირება და ტვინისთვის სისხლის მიწოდების ფუნქციის გაუმჯობესება, რაც ადამიანის გონებრივ მონაცემებზე ახდენს გავლენას. თუმცა გამოკვლევის ავტორებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ მიღებულმა მონაცემებმა ალკოჰოლიზმისაკენ არ უნდა გვიბიძგოს.

allwine.ge

წაკითხვა 1018 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 13 2018

სიახლეები