რეკომენდაციები ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის
ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად ამოქმედდა რეკომენდაციები ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის.
მესაკუთრეებმა პრევენციული ღონისძიებების ამსახველი ფოტო-მასალა თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსონ. ჰიგიენური ნარცენებისთვის უნდა გამოიყოს დახურული კონტეინერი ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით. chek out-ის, ანუ სტუმრის გასვლის შემდეგ, უნდა ჩატარდეს დეზინფექცია, ოთახი უნდა განიავდეს 4 საათის განმავლობაში, დალაგება-დასუფთავებისას პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება სავალდებულოა. დალაგებამდე და დალაგების შემდეგ დამლაგებელმა ხელები უნდა დაიბანოს საპნიანი წყლით, ან უნდა დაიმუშავოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით.
აუცილელია ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და დაბინძურებადი წერტილების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. რბილი იატაკი და ავეჯი სპეციალური საწმენდი საშუალებით უნდა გაიწმინდოს. ყოველი მოხმარების შემდეგ მტვერსასრუტიც უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებით.
გამოყენებული თეთრეული და პირსახოცები იზოლირებულად უნდა შეგროვდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ტომარაში. ის უნდა გაირეცხოს არანაკლებ 60 გრადუსზე.
არ არის რეკომენდებული მშრალი დაგვა და მტვრის გადაწმენდა, უმჯობესია ის სველი ტილოთი მოხდეს.
გასაღებით ინფექციის გადატანის თავიდან ასაცილებლად, სასურველია სტუმრის მიღება-გასვლის დისტანციური სისტემის ამოქმედება.
სიახლეები
- "ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა და გვთავაზობს რუსეთთან მარტო დარჩენას - სისტემა უნდა დაინგრეს" - ნიკა გვარამია
- "თურმე „გლობალური ომის პარტიას“ მიშა მოჰყავს - სინამდვილეში მიშა თქვენ მოგყავთ, რადგან თუ ასე დააყენებთ საკითხს: პუტინი თუ მიშა, ქართველი ხალხი დაფიქრდება, რომ მიშა სჯობს!" -იაგო ხვიჩია უმრავლესობას
- საქართველოს პარლამენტი „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით დღეს განიხილავს
- 3-დან 12 მაისის ჩათვლით საჯარო სამსახურებისთვის უქმე დღეებია
- არასამთავრობოები მორიგ შეკრებას აანონსებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"