ამ გვერდის ამობედვა

„გორბის“ მიერ თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იმარჯვებს

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 57,2% -იანი მხარდაჭერა მიიღო. რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, მას მხარი ამომრჩეველთა 42.8%-მა დაუჭირა.

რაც შეეხება სხვა ქალაქებს, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, დანარჩენ 3 დიდ თვითმმართველ ქალაქში მონაცემები ასე გადანაწილდა:

ბათუმი - „ქართული ოცნება“, არჩილ ჩიქოვანი - 50,8%, „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი კირთაძე 49,2%;

ქუთაისი - "ქართული ოცნება", იოსებ ხახალეიშვილი - 51,9%, "ნაციონალური მოძრაობა", ხატია დეკანოიძე 48,1%;

რუსთავი - "ქართული ოცნება", ნინო ლაცაბიძე - 53,8%, "ნაციონალური მოძრაობა", დავით კირკიტაძე 46,2%.

წაკითხვა 535 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 30 2021

სიახლეები