ამ გვერდის ამობედვა

"არჩევნები არ დასრულებულა" - თამარ ჟვანია

"არჩევნები არ დასრულებულა. ახლა ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიებში. ჯერ არ არის გამოცხადებული ოფიციალური მონაცემები", - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ოქმები, რომელიც სოციალურ ქსელში ტრიალებს, რომ თითქოს გაყალბებულია, არასწორი კამპანიური ხასიათის არის. 

 

,,არჩევნები და შედეგები არის ზუსტად ის, რაც საარჩევნო უბნებზე ხდებოდა და რასაც აკეთებდა 42 ათასი კომისიის წევრი და რასაც უყურებდა და აკვირდებოდა 80 ათასზე მეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. დამკვირვებლები და საერთაშორისო დამკვირვებლები. 

 

რაც შეეხება შეცდომებს, არ არის ეს რა თქმა უნდა, ახალი და ეს პირველად არ ხდება არჩევნებზე, თუმცა ის, რაც დღეს ხდება და რაც კამპანიური ხასიათის არის, მათ შორის, სოციალური ქსელით და მედიით დატრიალებული ოქმები, რომლებიც თითქოს გაყალბებული იყო - არასწორი კამპანიური ხასიათი აქვს და ვთვლი, რომ მიზანმიმართული. სოციალურ ქსელში ტრიალებს ოქმები და მასთან ერთად არ არის შესწორებული ოქმები, რომელიც ამის სამართლებრივი ნაწილია", - განცხადა თამარ ჟვანიამ. 

წაკითხვა 575 ჯერ

სიახლეები