ამ გვერდის ამობედვა

"თებერვალში სამი-ოთხი პარტია იქნება პარლამენტში" - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში 2021 წლის თებერვალში უკვე წარმოდგენილი იქნება 3-4 პარტია. 

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარლამენტში მრავალპარტიული სპექტრი ჩამოყალიბდეს.

 

,,ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის, რა და როგორ ბუნებრივია, ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებთ. ამისთვის მათ შორის, ოფიციალურ ფორმატში ყველაფერი კეთდება. მინიმუმ, 3-4 პარტია უკვე თებერვალში პარლამენტში წარმოდგენილი იქნება", - განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 512 ჯერ