"მთელი უბედურება დაიწყება გადაყვანის დღიდან" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, უსაფრთხოების რისკები არსებობს. 

მისივე თქმით, საკითხს ორი მხარე აქვს და სამედიცინოსთან ერთად უსაფრთხოებაც უნდა გაითვალისწინონ.

 

"მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან - ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე. აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.

 

პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით არის რისკები. ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ არის უბრალო ახირება, ამის უკან დგას კონკრეტული მიზანი და ეს მიზანი ძალიან კარგად ხვდებით რაც არის - ის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შექმნან გარკვეული შანსები მისი გათავისუფლების. ამისათვის ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები და ვიცით, რომ ზოგადად, ეს პოლიტიკური ძალა ყველაფრის მკადრებელია. ისინი ყველაფერზე წავლენ, სისხლისღვრის ჩათვლით, შემიძლია ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 615 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.