ამ გვერდის ამობედვა

ნათია მეზვრიშვილი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ხელისუფლების მიერ მათი პარტიის მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

 

"გუშინ მაგალითად, ერთ-ერთ რეგიონში ვიზიტისას ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს მოუწყვეს პროვოკაცია. კასპის კოლეჯის დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს იმის გამო, რომ გახარიას გუნდის მხარდამჭერია. ასეთები ქეისები ყოველდღიურობაა - ასეთი შემთხვევები არის ქუთაისშიც, კახეთშიც, სამეგრელოშიც, შიდა ქართლშიც. ხდება ოფისების ნაწილში პრობლემების შექმნა - ყველას კარგად გვახსოვს ბათუმის ქეისი, ანალოგიური მოხდა გორში, შიდა ქართლში სხვა ოფისების გახსნის დროსაც - ეს უკვე იქცა ყოველდღიურობად. ეს ძალიან სამწუხაროა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ პროცესებს აქტიურად ვაკვირდებით წლების განმავლობაში - სამწუხაროა, რომ ეს მეთოდები პრაქტიკულად ერთი ერთში ჰგავს იმ მეთოდებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა 2011-2012 წლებში იყენებდა და ძალიან სამწუხაროა ეს გუნდისგან, რომელიც ხელისუფლებაში იმ მთავარი იდეით და მიზნით მოვიდა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ყოველთვის ყოფილიყო მათი პარტიის მთავარი ძირითადი პრინციპი", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

წაკითხვა 317 ჯერ