ამ გვერდის ამობედვა

სასწრაფოდ გააუქმოს ხელისუფლებამ ეს გენოციდური გადაწყვეტილება - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მთავრობას ტრანსპორტზე დაწესებული რეგულაციების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ნათელაშვილი Facebook-ზე წერს. 

 

"ტაქსებმა ისარგებლეს მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვით და გააორმაგეს საფასური. მოვუწოდებ ხელისუფლებას სასწრაფოდ გააუქმოს ეს გენოციდური გადაწყვეტილება. დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმის ახსნას, რომ ტაქსებში უფრო იოლად გადაედება ვირუსი ადამიანებს ვიდრე უზარმაზარ ავტობუსში. დაანებეთ თავი თქვენი ტაქსოკომპანიების გამდიდრებაზე ფიქრს ხალხის უბედურების ხარჯზე", - წერს შალვა ნათელაშვილი.

წაკითხვა 469 ჯერ