"სააკაშვილს საპყრობილეში ხანგრძლივი ვადით ჯდომა მოუწევს“ - რას წერს რუსული მედია
„ექსპერტებმა საქართველოში გამართული ადგილობრივი არჩევნების შეფასებისას განაცხადეს, რომ შედეგი მოსალოდნელი იყო: მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებები იმის თაობაზე, რომ მას ჯერ კიდევ აქვს გავლენა ქართულ პოლიტიკაზე, გადაჭარბებული აღმოჩნდა.
ასევე დასამარდა ყოფილი პრეზიდენტის იმედები, რომ საპროტესტო განწყობა გაიზრდებოდა“, - აღნიშნულია რუსულ გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ცირკი ჩამოვიდა! როგორ იქნება მიხეილ სააკაშვილის სამომავლო ბედი“ (ავტორი - მაქსიმ ხოდიკინი).
პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბების ქრონიკა: ექსპრეზიდენტის არალეგალური დაბრუნება არჩევნების წინა დღეს, მისი დაკავება, ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსთა განცხადებები, კომენტარები, ხელისუფლების ნაბიჯები, საერთაშორისო გამოხმაურება და ა.შ.
„იქ სადაც მიხეილ სააკაშვილია, იქ ყოველთვის პოლიტიკური ცირკია მოსალოდნელი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცირკი საფრთხის მომტანი არ იყოს იმ ქვეყნის მოსახლეობისათვის, სადაც ეს ვაჟბატონი იმყოფება. კიდევ კარგი, რომ ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებით ვერანაირ რისკს ვერ ვხედავთ“, - იმეორებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ნათქვამს გაზეთი.
„თავის მხრივ, პოლიტოლოგებიც აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილს იმედები გაუცრუვდა, მოულოდნელობები არ მომხდარა. მმართველმა პარტიამ 43%-ზე მეტი ხმა მოაგროვა, ოპოზიცია კი პირიქით ვარაუდობდა. ეს იგი, არავითარი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება... მიხეილ სააკაშვილს კი საპყრობილეში ხანგრძლივი ვადით ჯდომა მოუწევს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი