ამ გვერდის ამობედვა

"ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, როცა ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით რისკების წინაშე იმყოფება, ხელისუფლების შეცვლა, მთავრობის, პრემიერის გადადგომა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია" -ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მთავრობის გადაყენება ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით რისკების წინაშე იმყოფება, მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, გახდება თუ არა საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების საფუძველი.

 

ნათია მეზვრიშვილის თქმით, მოქალაქეებსა და პრემიერს შორის თანხვედრა არ არის და საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება ამ ყველაფრის ბუნებრივი შედეგია.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი მთავრობა გვყავს, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით რისკების წინაშე იმყოფება, ხელისუფლების შეცვლა, მთავრობის გადაყენება და პრემიერის გადადგომა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, თუმცა, საზოგადოების რეაქცია ბუნებრივია. ის განცხადებები, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა, რაც პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა, უკრაინის ომში დადანაშაულება, განცხადებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აგრესორი ქვეყნის ინტერესში შედიოდა, ჩვენ სულ უფრო და უფრო გვაშორებდა დასავლეთს, ამის პარალელურად, ვხედავთ საქართველოს მოქალაქეების პროდასავლურ და პროევროპულ არჩევას, რომელიც არ შეცვლილა. მოქალაქეებსა და პრემიერს შორის თანხვედრა არ არის და ეს უკმაყოფილება ამ ყველაფრის ბუნებრივი შედეგია“,-განაცხადა მეზვრიშვილმა.

წაკითხვა 261 ჯერ