ამ გვერდის ამობედვა

''ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად''

გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, „ტვიტერზე" წერს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმაურება.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს კვლავ დაუდასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ დავუდასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია.

 

გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი.

 

ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად", - აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

წაკითხვა 213 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 30 2022