ამ გვერდის ამობედვა

"მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს"

მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, იღებდეს იმ სამედიცინო დახმარებას, რაც ესაჭიროება და დაცული იყოს სამართლიანი სასამართლო პროცესით უზრუნველყოფის უფლება. ეს არის არსებითად მთავრობის პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

„სამართლებრივი პროცესი უნდა გაგრძელდეს ადამიანის ძირითადი უფლებების მიხედვით და პირადი ინფორმაციის დაცვით და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დაცვით“, - აღნიშნა ელჩმა.

წაკითხვა 198 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 15 2022