ამ გვერდის ამობედვა

"დროა, ოპოზიციამ დატოვოს.პარლამენტი, შევქმნათ საყოველთაო წინააღმდეგობის ფრონტი"

მეგობრებო, დროა, გაახაროთ ქართველი ხალხი და საახალწლოდ დატოვოთ სამარცხვინო პარლამენტად წოდებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, უნდა შეიქმნას საყოველთაო წინააღმდეგობის ფრონტი.

 

„როდესაც მთელ მსოფლიოს ვთხოვთ გვერდით დგომას და ეს ასეც ხდება, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მოქმედებისა და ბრძოლის მაგალითი. მიკვირს, რატომ ზის დღემდე ოპოზიცია ე.წ. საქართველოს პარლამენტში, რატომ უმაგრებს ზურგს უკვე გაკოტრებულ და ჩამოგდებულ მსოფლიოსგან „დაბრაკულ“ დიქტატორს. მეგობრებო, დროა, გაახაროთ ქართველი ხალხი თქვენც და საახალწლოდ დატოვოთ სამარცხვინო პარლამენტად წოდებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, დავდგეთ გარეთ ხალხთან, შევქმნათ საყოველთაო წინააღმდეგობის ფრონტი, დავუძახოთ გმირ ადამიანებს ქუჩაში, რაც იქნება გარანტია, რომ უმოკლეს დროში რეჟიმი დაამთავრებს თავის არსებობას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

წაკითხვა 265 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 15 2022