ამ გვერდის ამობედვა

"რუსეთის გადაწყვეტილების მოტივაცია შეიძლება იყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დაძაბვა"- მიხეილ სარჯველაძე

რუსეთის გადაწყვეტილების მოტივაცია შეიძლება იყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დაძაბვა - არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანების ჰუმანიტარული მდგომარეობის შემსუბუქება, საპასუხოდ არაფერი უნდა მოვიმოქმედოთ,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, როცა შეფასებები კეთდება, თუ ვის რა მოტივაცია შეიძლება ჰქონოდა ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს, აქ შეიძლება ადამიანებმა („ქართულ ოცნებაში“) სხვადასხვა ვერსიები გამოთქვან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე დისონანსი არსებობს.

 

„დიახ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მართალია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება გამიზნული იყოს საიმისოდ, რომ ხელი შეეშალოს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დაიძაბოს და ა.შ. შეიძლება ეს მოტივაცია არსებობდეს, თუმცა, დამაჯერებლად ამას ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ შეიძლება ეს იყოს. ამიტომ ეს გვავალდებულებს ვიყოთ ფრთხილები, როცა ასეთ საკითხებს ვეხებით და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი, მათ შორის, იმ თვალსაზრისით, რომ ჰუმანიტარულ პრობლემას იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავის დროზე შეექმნა ეს პრობლემა რუსეთის გადაწყვეტილების გამო, ეს მდგომარეობა უუმჯობესდებათ, ეს არის კარგი ამბავი. აქედან გამომდინარე ეს ორი დებულება ერთმანეთს არამც და არამც არ გამორიცხავს. რაც შეეხება იმას, რა უნდა მოვიმოქმედოთ, მგონია, რომ მოცემულ ვითარებაში ამის საპასუხოდ არავითარი გადაწყვეტილება არ არის აუცილებელი, რომ მიღებულ იქნას, ამის მიზეზს მე პირადად ვერ ვხედავ. საქართველომ უნდა გააგრძელოს იმ გეზით სვლა, რომლითაც მოძრაობდა, ეს გულისხმობს ერთადერთს, საქართველო აგრძელებს სვლას ევროკავშირის მიმართულებით”, - განაცხადა სარჯველაძემ.

წაკითხვა 204 ჯერ