"დღეს ქვეყანა არ არის იმ ფორმაში, რომ ამ ფარჩაკი ვაშაძის ასაყირავებლები გავხდებით"- ალუდა ღუდუშაური
არ აგერიოთ, რა რეალობაში ხართ, რა დროში ხართ. დღეს ქვეყანა არ არის იმ ფორმაში, ან ეს პარლამენტი, ან რომელიმე დეპუტატი, ამ ფარჩაკი ვაშაძის ასაყირავებლები და ცეცხლწასაკიდებლები რომ გავხდებით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მან ოპოზიციას მოუწოდა, „გაასწორონ ფოკუსი“ ქართველი ხალხისა და ამ ქვეყნის საზოგადოების სასარგებლოდ.
„11 წელია აი, იმ წყლის ჭავლით ვრეცხავთ რუსთაველის გამზირს, რომელიც თქვენ ქართველი ხალხის სისხლით გქონდათ მთელი 9 წელი მორწყული. არ უნდა გაგიკვირდეთ, რატომ გეძახით პოლიტიკურ ტურებს! საზოგადოებას მივმართავ, ჩვენს ხალხს მივმართავ, ასეთი ცრუპენტელები, ასეთი „დემოკრატები“ ხართ თქვენ! მე ვარ ამაყი, რომ ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის პოლიციაც იცავს საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას და არა ისე, თქვენ რა დღეშიც აგდებდით.
საკუთარ პოლიციას ცეცხლს რომ უკიდებთ, ეს არის თქვენი სახე? თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ოკუპანტებს შარვალჩახდილი უკანალს აჩვენებდა და ჩვენს პოლიციას ცოცხლად დაწვას უპირებდა. არ გაგივათ! კიდევ ერთხელ გეუბნებით, გაასწორეთ ფოკუსები საქართველოს ინტერესებისა და ქართველი ხალხის სასარგებლოდ! ვიცი, რომ თქვენ ამას ვერ შეძლებთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, არც ჩვენი ქვეყნის, არც ჩვენი ხალხის და რა თქმა უნდა, არც ჩვენი ღირსეული, ამაყი და ვაჟკაცი პოლიციელების შეურაცხყოფას და მათი ინტერესების დაზიანებას.
ადამიანები შინაგან საქმეთა დღევანდელ მინისტრს იბარებენ ინტერპელაციის წესით და ეკითხებიან, მომიტინგეების უფლებები ხომ არ დაარღვიეთ, პოლიციამ ძალაუფლებას ხომ არ გადაამეტა - ის ხალხი ეკითხება, ვინც გვამები შემოდო ჯიხურების თავზე, ვინც მიზანმიმართულად დევნიდა და არბევდა მშვიდობიან მომიტინგეებს.
არ აგერიოთ, რა რეალობაში ხართ, რა დროში ხართ და დღეს ქვეყანა არ არის იმ ფორმაში, ამ ფარჩაკი ვაშაძის ასაყირავებლები რომ გავხდებით და ცეცხლწასაკიდებლები რომ გავხდებით, ან ეს პარლამენტი, ან რომელიმე დეპუტატი. სწორედ განსაზღვრეთ, რა ვითარებაა, რა რეალობაში ხართ, არაფერი შეგეშალოთ! პასუხს მიიღებთ ყველა, რა თქმა უნდა, სამართლიანად ისე, როგორც აკეთებს ამას პოლიცია და პირადად შს მინისტრი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე