ამ გვერდის ამობედვა

"ამ ქვეყანაში თუ რამეა ანტიდასავლური, თუ ვინმე არღვევს ყველანაირ კანონს და უმოწყალოდ ძარცვავს ხალხს, ეს საბანკო სექტორია"

ამ ქვეყანაში თუ რამეა ანტიდასავლური, თუ ვინმე არღვევს ყველანაირ კანონს და უმოწყალოდ ძარცვავს ხალხს, ეს საბანკო სექტორი და ბანკებია, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, საქართველოში თუ ვინმე არის დასასანქცირებელი, ერთ-ერთი პირველი ბანკირები და საბანკო სექტორია.

 

„ამ ქვეყანაში თუ რამეა ანტიდასავლური, თუ ვინმე არღვევს ყველანაირ კანონს და უმოწყალოდ ძარცვავს ხალხს, ეს საბანკო სექტორი და ბანკებია.

 

ხელისუფლებაც ხომ სწორედ მათი მეშვეობით ფლობს ყველაფერს და იმონებს ადამიანებს, რადგან ჩვენში ცალკე ბიზნესი და ცალკე ხელისუფლება უბრალოდ არ არსებობს.

 

ამიტომ, საქართველოში თუ ვინმე არის დასასანქცირებელი, ეს ერთ-ერთი პირველი ბანკირები და საბანკო სექტორია.

 

ევროკავშირშიც ხომ იმიტომ გვინდა, ჩვენი ცხოვრების დონემ რომ აიწიოს.

ხალხის სახლებიდან გამოყრა, ადამიანების ამხელა პროცენტებით გატყავება კი, დასავლური სტანდარტი ნამდვილად არ არის.

ჰოდა დაიწყონ თუნდაც ბანკებით. მით უმეტეს რომ, ამ შემთხვევაში ავტომატურად ჩინოვნიკების დასანქცირებაც მოხდება“,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

წაკითხვა 571 ჯერ

სიახლეები