ამ გვერდის ამობედვა

"შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის იდეა სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი"- შალვა პაპუაშვილი

საგამოძიებო კომისიის იდეა სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით კითხვები უკვე გაუგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს, რაც ის ფორმაა, რომლითაც ყველაზე სწრაფად და ეფექტურად მიიღებენ პასუხებს კითხვებზე.

 

„ოპოზიციას და პარლამენტის წევრებს აქვთ სხვა ბერკეტები, უფრო სწრაფი და მათ შორის უფრო ეფექტური. რამდენადაც ვიცი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციის წესით კითხვები უკვე გაუგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს. ეს არის ის ფორმა, რომლითაც მათ შეუძლიათ, ყველაზე სწრაფად, ეფექტიანად მიიღონ პასუხი კითხვებზე, თუ რაიმე კითხვა აქვთ.

 

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ოპოზიციაშიც არ იყო თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მიხვდნენ, რომ ეს იქნებოდა ტრაგედიის ფონზე პოლიტიკური შოუს დადგმის სურვილი და მცდელობა. მხოლოდ ამას წარმოაჩენდა და მათთვისვე იქნებოდა საბოლოო ჯამში დამაზიანებელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 266 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 15 2023