" ბიუჯეტიდან თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც სააკაშვილის პირობებში ბიუჯეტიდან ხდებოდა პირადი ფრენების განხორციელება"- კახა კალაძე
ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ხდებოდა პირადი ფრენების განხორციელება სააკაშვილის პირობებში, ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტისთვის გამოყენების თაობაზე, რაზეც კალაძემ აღნიშნა, რომ ეს იყო პრემიერ- მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯები.
„პრემიერ-მინისტრთან და მის ოჯახთან დაკავშირებით მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობდა. პირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პრემიერ-მინისტრმა პირადი ვიზიტით გამოიყენა თვითმფრინავი და ამაში ბიუჯეტის თანხები დახარჯა. შემდეგ, გაირკვა, გაერკვნენ იმაში, რომ ეს არ იყო ბიუჯეტის ხარჯი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ხდებოდა ასეთი ფრენების განხორციელება პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში, ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით; ბიუჯეტიდან, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება, ეს იფუთებოდა იმით, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს დღეს ნიჭიერი შვილები ჰყავს, იგივე თუნდაც ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს მაღალი თანამდებობის პირმა თავიანთი ოჯახის წევრები. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ გააკეთა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯები“, - აცხადებს კალაძე.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე