ამ გვერდის ამობედვა

„ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“- ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან „გამარჯვების პლატფორმაზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილის რეიტინგი პოლიტიკაში 1% არის.

 

„რა არის „გამარჯვების პლატფორმა“, არ ვიცი რომელია... „ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში. ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“.

 

ზოგადად, კეზერაშვილს ახასიათებს მომგებიანი ინვესტიციები, ყველაზე საინტერესო მომგებიანია ინვესტიცია, რაც მან განახორციელა არის ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც წერს მედიაში 1% რეიტინგს და არის ხაბეიშვილი, რომელიც წერს 1% რეიტინგს პოლიტიკაში. ღმერთმა ხელი მოუმართოს კეზერაშვილს. ოფიციალური რეიტინგი არსებობს, ორი კომპანიაა, რომელიც რეიტინგებს ზომავს. „ფორმულა“ ფსკერზეა, ეს არის კეზერაშვილის ყველაზე იღბლიანი ინვესტიცია ხაბეიშვილთან ერთად“,- აღნიშნა კობახიძემ.

წაკითხვა 487 ჯერ