ამ გვერდის ამობედვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში საქართველო, საერთო ქულებით, მე-3 ადგილზეა მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში, საერთო ქულებით, საქართველო, მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. კერძოდ, მოლდოვა პირველ ადგილზეა 0.7 ქულით, უკრაინა მეორეზე - 0.66 ქულით და საქართველო მესამეზე - 0.63 ქულით.

აღნიშნულ სამეულს მოჰყვება სომხეთი - 0.61 ქულით, აზერბაიჯანი - 0.47 ქულით და ბელარუსი - 0.45 ქულით.

 

რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეიტინგს დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის სფეროში, პირველ ადგილზეა მოლდოვა 0.82 ქულით, მეორეზე უკრაინა - 0.72 ქულით, მესამეზე სომხეთი - 0.7 ქულით, მეოთხეზე საქართველო - 0.65 ქულით, მეხუთეზე აზერბაიჯანი - 0.37 ქულით და მეექვსეზე ბელარუსი - 0.24 ქულით.

 

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირთან პოლიტიკის კონვერგენციის მიხედვით, პირველ ადგილს საქართველო და მოლდოვა ინაწილებენ 0.64 ქულით, მეორეზეა უკრაინა - 0.6 ქულით, მესამეზე სომხეთი - 0.57 ქულით, მეოთხეზე - აზერბაიჯანი 0.5 ქულით და მეხუთეზე ბელარუსი - 0.38 ქულით.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში, მდგრადი განვითარების რეიტინგში, პირველ ადგილზეა ბელარუსი 0.72 ქულით, მეორეზე მოლდოვა- 0.68 ქულით, მესამეზე - უკრაინა 0.67 ქულით, მეოთხეზე საქართველო - 0.6 ქულით, მეხუთეზე სომხეთი - 0.55 ქულით და მეექვსეზე აზერბაიჯანი - 0.53 ქულით.

წაკითხვა 131 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 25 2024